უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, რუსულმა ავიაციამ უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსში, საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლება დაბომბა. უწყების ცნობით, მიზეზად, უკრაინა-რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა დასახელდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით, 14:30 საათზე (12:30 GMT), სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ბელორუსის აეროდრომიდან, გადავიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ესროლა სოფელ კოპანს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ეს არის პროვოკაცია! მიზანია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press